For a better experience please change your browser to CHROME, FIREFOX, OPERA or Internet Explorer.

დეტალების დამატება


  • ავტოპაპა
  • ავტოპაპა
Description
Date : February 28, 2019
Location : რუსთავი, Georgia

რუსთავის ავტობაზრობა AUTOPAPA – განთავსებულია თბილისი – წითელი ხიდის მაგისტრალურ გზაზე, რომელიც აკავშირებს საქართველოს სომხეთის და აზერბაიჯანის რესპუბლიკებთან. ეს არის ყველაზე დიდი და თანამედროვე ავტობაზრობა კავკასიაში, რომლის ფართობი 225 000კვ. მეტრია.

ავტოკომპლექსის ტერიტორიაზე განთავსებულია:

– ავტობაზრობა რომელიც იტევს 5000 ავტომობილს;
– საბაჟო კონტროლის ზონა (ტერმინალი) 2000 ავტომობილის ტევადობით;
– სასტუმრო *** (64 ნომერი);
– სავაჭრო ცენტრი (1000 კვ.მ);
– სერვისცენტრი (576 კვ.მ);
– კვების ობიექტების და მაღაზიების ქსელი (15 ერთეული);
– რესტორანი “უკრაინკა” 
– ავტოსამრეცხაო; 
– რეკლამის განთავსების ადგილები;
– ტექნიკური და სერვისების მომსახურების სადგური (10 ბოქსი);
 და ა.შ..

ავტობაზრობა  AUTOPAPA – ადგილია, სადაც შეგიძლიათ განახორციელოთ  როგორც მანქანის ყიდვისთვის, ასევე მისი გაყიდვისთვის საჭირო  ყველა პროცედურა.  უშუალოდ ავტობაზრობის ტერიტორიაზე განთავსებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, სადაც ხორციელდება ყველა სახის მომსახურება, დოკუმენტების გაფორმება, რომელიც უკავშირდება ავტომობილების ექსპორტს, იმპორტს და რეექსპორტს, ასევე ხორციელდება სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო რეგისტრაცია, საბაჟო დეკლარაციის გაფორმება და საქართველოს ტერიტორიაზე დროებით გადაადგილების ნებართვის აღება.

ავტობაზრობის სტუმრებს წარმოადგენენ, არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები, არამედ  მეზობელი ქვეყნების წარმომადგენლები, როგორიცაა: უკრაინა, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, სომხეთი, თურქმენეთი და ა.შ. ავტობაზრობას სამუშაო დღეების განმავლობაში (პარასკევი-შაბათი-კვირა) სტუმრობს 20 000-მდე ადამიანი მთელი კავკასიიდან, რომლებსაც შემდეგ ავტომობილები გაჰყვათ კიევშ, ბაქოში, ერევანში, აქტაუში, ბიშკეკში და  ა.შ.

მანქანების დათვალიერება შესაძლებელია კვირის ნებისმიერ დღეს.

ქვეყნის ლოიალური კანონმდებლობის წყალობით, საქართველოში შესაძლებელია არ გადაიხადოთ საბაჟო აქციზი საზღვრის გადმოკვეთიდან 90 დღის განმავლობაში . თქვენ უფლება გაქვთ ეს აქციზი არც ამ ვადის გასვლის შემთხვევაში დაფაროთ, თუკი ავტომობილს მოათავსებთ ღია საბაჟო ტერმინალზე. ამასთანავე საქართველოში ავტომობილის იმპორტის დროს მფლობელს არ ერიცხება დამატებითი ღირებულების გადასახადი (დღგ) , რის გამოც განბაჟებულ ავტომობილებსაც კონკურენტუნარიანი ფასი აქვთ.

უსთავის ავტობაზრობის ტერიტორიაზე ასევე განთავსებულია ავტოსამრეცხაო და ავტოსერვისი, სადაც ეჭვის არსებობის შემთხვევაში შესაძლებლობა გექნებათ შეამოწმოთ ავტომობილი, ჩაუტაროთ დამოუკიდებელი ექსპერტიზა, კომპიუტერული დიაგნოსტიკა და ასევე მონაცემები გადაამოწმოთ Carfax-ით (თუ ავტომობილი ამერიკიდანაა).

სხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ სასტუმროს მომსახურებით, რომელიც სთავაზობს მომსახურების ფართო სპექტრს, მისაღებ ფასად(1პერს.-25ლარი). სასტუმროში ასევე ფუნქციონირებს რესტორანი და კაფე „უკრაინკა“. შესანიშნავი ინტერიერი, მომსახურების მაღალი დონე და უგემრიელესი უკრაინული და ქართული კერძები დიდ ხანს დაგამახსოვრდებათ.

რუსთავის ავტობაზრობაზე განთავსებულია 15 მაღაზია, სადაც ავტობაზრობაზე ყოფნისას  შეგიძლიათ მიირთვათ უგემრიელესი კერძები, დალიოთ გამაგრილებელი სასმელები, გათბეთ ცხელი ჩაით ან მიირთვათ არომატული ყავა.

სწორედ ზემოჩამოთვლილი მიზეზების გამო, საქართველო იდეალური ქვეყანაა ავტომანქანის საყიდლად. 2009 წლიდან დღემდე  AUTOPAPA – ყოველთვიურად ყიდის 5 000-ზე მეტ ავტომობილს.

 ავტომანქანის ყიდვა – გაყიდვა ჩვენს ავტობაზარზე დიდი სიამოვნებაა! 

მობრძანდით ჩვენთან  AUTOPAPA- ს ავტობაზრობაზე და თავად დარწმუნდით !

 


Location
Post your rating

Top
გახსენი ჩათი
1
Close chat
გამარჯობა, რით შემიძლია დაგეხმაროთ?

Start

Languages