For a better experience please change your browser to CHROME, FIREFOX, OPERA or Internet Explorer.
20 საკვანძო რჩევა აუტომობილის არჩევისას კარგი გარეგნობით

20 საკვანძო რჩევა აუტომობილის არჩევისას კარგი გარეგნობით

როდესაც აპირებთ მეორადი ავტომობილის შეძენას ბევრ რამეს უნდა მიაქციოთ ყურადღება.  ერთ-ერთ მთავარი მანქანის ვიზუალური მხარეა.

გთავაზობთ რჩევებს,  სასურველი ავტომობილის შესარჩევად:

  1. ავტომობილი შეარჩიეთ დღის განმავლობაში, რადგან ნაკლოვანება კარგად ჩანს და ნაკლებად არის შანსი რაიმე გამოგრჩეთ.
  2. ყველა მხრიდან შეხედეთ ავტომობილის კორპუსს და ეძებეთ ყოველგვარი კვალი ზეწოლის,შეჭყლეტისა და დეფორმაციის.
  3. დააკვირდით არ იყოს შეღებილი,თუმცა არ არის ადვილი ამის შემჩნევა. ეძებეთ ფერთა სხვაობა, შესაძლოა ერთი ნაწილის ფერი გვერდით ნაწილის ფერისგან განსხვავდებოდეს. ავტომობილის კორპუსის გასწვრივ ტალღა ნიშნავს, რომ ავტომობილი ნაავარიევია. თუ ნაწილი შეღებილია, შესაძლოა მაგნიტის ან სპეციალური ხელსაწყოს საშუალებით გაიგოთ.
  4. სვეტებს დააკვირდით, უნდა იყოს სწორი. თუ შეღებილია, ესე იგი მძიმე ავარია აქვს გადატანილი.
  5. შეამოწმეთ ჭერი, ზეწოლის კვალი, შეღებილი თუ შეამჩნიეთ, ავარიისას გადმობრუნებულზე მიუთითებს.
  6. შეხედეთ მანქანის ზედა ნაწილს, ის სხვა ნაწილებისგან  არ განსხვავდებოდეს ფერით.
  7. მთლიანი კორპუსი განსაკუთრებით ქვემოდან  შეამოწმეთ, არ იყოს გაცვეთილი.
  8. ფარების სრულფასოვნება შეამოწმეთ, არ იყოს გატეხილი, არ ქონდეს ბევრი ნაკაწრი.
  9. ბუფერს და წინა ფანჯარას დააკვირდით, არ იყოს გატეხილი.
  10. წინა და უკანა მინა შეამოწმეთ არ ქონდეს ბზარი, რათა  არ მოგიწიოთ ზედმეტი ხარჯის გაწევა.
  11. რაც უფრო მეტად დააკვირდებით და დაწვრილებით შეამოწმებთ ,  შენაძენით უფრო კმაყოფილი დარჩებით და დამატებითი ხარჯების გაწევა აღარ მოგიწევთ.

ზემოთ ახსნილი  დაგეხმარებათ სასურველი გარეგნობის მქონე მანქანის შეძენაში.

შემდეგი რჩევები საჭიროა მათთვის,  ვინც აპირებს მეორადი მანქანის შეძენას.

  1. დააკვირდით საბურავებს, არ იყოს გაცვეთილი. ზედმეტი ცვეთა და საბურავების გამობერვა ნიშნავს , რომ შესაცვლელია.
  2. შეამოწმეთ დისკები, არ იყოს დაბზარული და იყოს ბალანსირებული.
  3. შეამოწმეთ ავტომანქანის სახელურები, კარები, დარწმუნდით, რომ არ არის გაფუჭებული.
  4. კარები გააღეთ და დახურეთ , დარწმუნდით რომ ადვილად იღება და იხურება. თუ არ იხურება ადვილად და არათანაბარია, ე.ი ნაავარიევია.
  5. მანქანაში დაგებული საფენები აიღეთ და მის ქვშე შეამოწმეთ მდგომარეობა, ხომ არ არის დაზიანებული ან შედუღებული.
  6. სკამი წინ და უკან მისწიეთ და შეამოწმეთ ხალიჩა – საფენი, ხომ არ არის გახეული ან ფერგადასული.
  7. შეამოწმეთ  ხელის დარტყმით ავტომობილის სხვა და სხვა ნაწილი, რათა მის მთლიანობაში დარწმუნდეთ.
  8. შეამოწმეთ საჭე და მუხრუჭი  ,ზედმეტად გაცვეთილი ხომ არაა.
  9. შეამოწმეთ კარების შიდა მხარე, სახელურები და ჭერი,  არ ქონდეს პრობლემა.

და ბოლოს, იმისათვის რომ დარწმუნდეთ ავტომანქანის გამართულობაში, მიიყვანეთ სპეციალისტ -ხელოსანთან, რადგან ზოგიერთი ნაკლი მხოლოდ სპეციალისტისთვისაა შესამჩნევი.  ზემოთ ჩამოთვლილი 20 რჩევის გათვალისწინებით შეგიძლიათ მშვიდად აირჩიოთ, ათასობით განცხადებათა  შორი თქვენი მოსაწონი,  სასურველი გარეგნობის და ტექნიკური მახასიათებლის ავტომობილი.

leave your comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Top
გახსენი ჩათი
1
Close chat
გამარჯობა, რით შემიძლია დაგეხმაროთ?

Start

Languages