For a better experience please change your browser to CHROME, FIREFOX, OPERA or Internet Explorer.
10 რჩევა საოჯახო ნივთების ყიდვა-გაყიდვისთვის

10 რჩევა საოჯახო ნივთების ყიდვა-გაყიდვისთვის

ყოველდღიურ პრაქტიკაში საოჯახო ნივთების ყიდვა-გაყიდვა  ყველაზე მოთხოვნადია, რადგან საოჯახო ნივთები ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. თუ რომელიმე მათგანი გაფუჭდება ან ვეღარ ვიყენებთ, ვიფიქროთ მის ჩანაცვლებაზე. ეს არის საიტი, სადაც ნებისმიერ საოჯახო ნივთს იპოვით შესაბამის კატეგორიაში.

ადგილი ურთიერთობისთვის,  გამყიდველსა და მყიდველს შორის.

ადამიანი დროს უთმობს იმ ნივთის მოძებნას, რომელიც მოსწონს და სჭირდება, შესაბამისად მოძებნის ყველა ნივთის მახასიათებელს, დარწმუნდება ნივთის ხარისხში და გარანტიაში, მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვეტს შეძენას.

მყიდველი, რომელსაც სჭირდება…?

ყურადღება მიაქციეთ საიტის განცხადებებს! ნახავთ, გამყიდველი ნივთს „ რეალურ მყიდველზე“ ყიდის და არა შუამავალზე ან გადამყიდველზე! რომლებსაც ნივთის შეძენა რეალურ ფასზე ბევრად ნაკლებად სურთ, რათა შემდეგ გაყიდოს და   მოგება თავადაც ნახოს.

ყიდვაგაყიდვა მისაღებ ფასებში

პირი როცა  ქვეყანას ტოვებს დიდი ხნით, ბინიდან ყველა ნივთს ერთიანად ყიდის შუამავალის ან გადამყიდველის დახმარებით. შუამავალმა იცის, რომ გამყიდველს სხვა არჩევანი ნივთების გასაყიდად არა აქვს, ამიტომ ძალიან დაბალ ფასში ყიდულობს ბინის მთლიან ნივთებს. ესე იყო მანამ, სანამ გამყიდველს არ მიეცა საშუალება, თითოეული ნივთი შეეფასებინა ცალ-ცალკე და გასაყიდად, განცხადების სახით, ინტერნეტ საიტებზე დაედო.  ადამიანთა ერთი კატეგორია კარგი ხარისხის საოჯახო ნივთებს დაბალ ფასში ყიდულობს, მხოლოდ იმიტომ, რომ  ცოტა ხანში შეცვალოს მისთვის სასურველი ახალი ნივთით.  საჭიროა ნივთი კარგ მდგომარეობაში იყოს, რათა შეძლოს მისი მომგებიანად გაყიდვა.

დიდი თუ პატარა?

ყოველი ნივთი, რომელიც  თქვენ გაქვთ სახლში,  ისევ შეიძლება გადაიქცეს ფულად, მაგ: მაცივარი, პატარა საყვავილე ან მაკრატელი. საოჯახო ნივთების კატეგორიაში არის უამრავი ქვეკატეგორიები, მაგ: რეზინის მილის საყიდლად მოძებნეთ მშენებლობა, ეზო და მებაღეობის ქვეკატეგორიები. ერთ განცხადებაში შეგხვდებათ 25 მეტრიანი რეზინის მილი- 7 ლარად, მეორეში, მებაღის მაკრატელი- 10 ლარად. ასე რომ დაიმახსოვრეთ, ყველაფრის გაყიდვა შესაძლებელია.

კატეგორია და ქვეკატეგორია  არჩიეთ სწორად

სამზარეულოს ნივთების,  მაგ: მაცივარის, ჭურჭლის სარეცხი მანქანის, საჭმლის მოსამზადებელი ატრიბუტების და სხვათა გასაყიდად უნდა მოძებნოთ – სამზარეულოს ნივთების ქვეკატეგორია და  ატვირთოთ შესაბამის გვერდზე.  ბინისა და მოსართავი ნივთების ქვეკატეგორია შეგიძლიათ ატვირთოთ სავარძელი, სკამი, მაგიდა, კარადა , ფარდა, ხალიჩა, საწოლი.

შენობა და ეზოს ქვეკატეგორიაში შეგიძლიათ მოათავსოთ: უნიტაზი, საუნა, გამათბობელი, კონდიციონერი, მებაღეობის ნივთები, ნიჟარები, გამწოვები და სხვა.

ხელსაწყოების ნაწილში კი მტვერსასრუტი, ორთქლის საწმენდი, უთო, საკერავი მანქანა .
პირადი ნივთების კატეგორია მოიცავს : ჩანთას, ფეხსაცმელს, ტანსაცმელს, პარფიუმერიას, საბავშვო ნვთებსა და ტანსაცმელს. სახლის ელექტრონულ მოწყობილებების გასაყიდად შედით შესაბმის ველზე.

როგორც ხედავთ ნებისმიერი ნივთის გასაყიდად -დიდი თუ პატარა, ძვირი თუ იაფი, ყველა საშუალებაა  მოფიქრებული და არ არსებობს ნივთი, რომლისთვისაც ვერ მოძებნით ადგილს.

დაურთეთ სურათი

საკმარისია გადაუღოთ სურათი გასაყიდ ნივთს და შესაბამისი აღწერებით დადოთ საიტზე. განცხადებები სურათით მეტად შესამჩნევი ხდება და მყიდველს უფრო მეტი სურვილი უჩნდება დაუკავშირდეს გამყიდველს. ზოგი მომხმარებელი ირჩევს მხოლოდ სურათიან განცხადებებს. არასოდეს იფიქროთ,  კოვზს, ქვაბს ან ჩანგალს რა სურათის გადაღება უნდაო, ყველაფერს გადაუღეთ სურათი და ატვირთეთ.

არ არის საჭირო იყოთ სპეციალისტი, ან სურათი იყოს პროფესიონალური დონის, საკმარისია გასაყიდი ნივთი ჩანდეს კარგად. მაგ: ხალიჩას გადაუღეთ ერთი მთლიანი სურათი, კარგად რომ ჩანდეს ხარისხი და მასალა.

დაურთეთ გასაგები აღწერა.

თუ ნივთს მოათავსებთ შესაბამის ველზე და მის აღწერაში გამოიყენებთ სწორ საკვანძო სიტყვებს, რეალური მყიდველი მალევე მოგადგებათ. საკუთარი თავი წარმოიდგინეთ მყიდველის ადგილას და ჩაწერეთ მისთვის საინტერესო და საჭირო ახსნა. მაგ: გასაყიდი მაცივარისთვის საჭიროა დაწეროთ – რამდენი წელია იყენებთ, რამდენი განყოფილება აქვს, რა ხარვეზი აქვს და ა.შ.

აკონტროლეთ  დრო

თუ ყველა ნივთის გაყიდვა გსურთ, იმისათვის რომ ნაკლები დრო დახარჯოთ, ყველა მყიდველთან ერთი და იგივე დროსა და ადგილზე შეთანხმდით.

დეფექტები  აღწერეთ  გაყიდვამდე

კარგია თუ მყიდველთან იქნებით გულწრფელი. თუ ნივთს დეფექტი გააჩნია თავიდანვე მიუთითეთ, რათა თავიდან აიცილოთ კონფლიქტი. მყიდველი მოგძებნით ტელეფონის ნომრით, მისამართით. არასწორი ინფორმაციის მიწოდებისთვის მას შეუძლია გიჩივლოთ.

მისაღები ფასი  პირველი პირისგან

საიტი უშუამავლო გაყიდვებისაა.  ამ საიტზე თქვენ ნახავთ უამრავ განცხადებასა თუ რეკლამას, სადაც  მწარმოებელი გთავაზობს ბაზართან შედარებით, დაბალ ფასებს.

Comments (1)


  1. In the beginning they were somewhat helpful, but obviously irritated about
    my lack of skill. The special report speaks to her needs, so she happily enters the
    information and downloads the submit. https://918kiss.host/downloads

leave your comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Top
გახსენი ჩათი
1
Close chat
გამარჯობა, რით შემიძლია დაგეხმაროთ?

Start

Languages