For a better experience please change your browser to CHROME, FIREFOX, OPERA or Internet Explorer.
მეორადი მობილური ტელეფონის შეძენის სახელმძღვანელო

მეორადი მობილური ტელეფონის შეძენის სახელმძღვანელო

ახალი მოდელის ტექნიკა, მობილური ტელეფონი,  არც ისე იაფად შემოდის ბაზარზე.  ახალი მოდელის შეძენის სურვილი თითქმის ყველა ჩვენთაგანს აქვს. მეორადი,  კარგი მობილურის პოვნა ახალთან შედარებით, შეიძლება უფრო ეკონომიური იყოს, მაგრამ ზუსტად უნდა იცოდეთ როგორ იპოვოთ ის, თორემ დაზარალდებით.
პირველ რიგში ყურადღება უნდა მიაქციოთ, როგორც ვიზუალურ მხარეს, ასევე მის პროგრამულ მონაცემებს.

ვიზუალური შემოწმება

პირველ რიგში იცოდეთ! ნუ აირჩევთ დაბალფასიან, მეორად მობილურს, რომლის კორპუსსაც ბევრი ნაკაწრი და დაზიანება ემჩნევა.

შეამოწმეთ სერიული ნომერი და IMEI

დარწმუნდით მობილურის გამართულად მუშაობაში, იმაშიც, რომ არ არის მოპარული, შეამოწმეთ სერიული ნიმერი და IMEI ოპერატორული სისტემა. შეადარეთ იგი მობილურის კორპუსს და  წარწერას ყუთზე. IMEI კოდის ნახვა შეგიძლიათ *#06# აკრეფით ან Setteings> General> About . ეს კოდი უნდა ემთხვეოდეს კორპუსზე დაბეჭდილს და ყუთის წარწერას. თუ მობილური არის აიფონი ყურსასმენზე და დამტენზეც იგივე უნდა ეწეროს.

დარწმუნდით , რომ  მობილური არ დასველებულა

სიმბარათის ჩასადებ ადგილში არის ნესტის მაჩვენებელი. თუ წითელია, ე.ი წყალშია ჩანავარდნი, ჩვეულებრივ კი თეთრი ან ვერცხლისფერია. ასე რომ დააკვირდით. თუ მობილურის ელემენტის შეცვლა არ შეიძლება, ამ შემთხვევაში წყლის კვალი სიმბარათის ჩასადებ ადგილთანაც შესამჩნევი იქნება და შესაძლოა ელემენტზე ნაწერების ფერიც შეცვლილი იყოს.

კამერის, ყურსასმენისა და დამტენის შესაერთებლის შემოწმება

სმარტ ტელეფონების კამერა მათი ერთ-ერთი მთავარი შესაძლებლობაა, ამიტომ გადაიღეთ რამოდენიმე სურათი და ვიდეო, რათა დარწმუნდეთ მის მუშაობის ხარისხზე. შეამოწმეთ ყურსასმენები და დამტენის შესაერთებელი. დარწმუნდით ,რომ დატენვა და ინფორმაციის გადატანა შეუძლია, დენის წყაროსთან მიერთებისას დაუყოვნებლივ უნდა იწყებდეს დატენვას. თუ ასე არ ხდება ე.ი გაუმართავია.

დარწმუნდით,  რომ ღილაკები კარგად მუშაობენ

კიდევ ერთხელ გადაამოწმეთ ყველაფერი… დარწმუნდით, რომ ყველა ტექნიკური მახასიათებელი ნორმაშია რბილად და სწრაფად მუშაობს.

დააკვირდით დარეკვისა და სპიკერის ხარისხს

აუცილებლად შეამოწმეთ სპიკერისა და დარეკვის ხარისხი.დაურეკეთ მეგობარს და ნახეთ ხმის ხარისხი, ან მუსიკა ჩართეთ და მოუსმინეთ. ეკრანი გადამწვარ ფიქსელებზე შეამოწმეთ.

დარწმუნდით  მობილურის ყველა აქსესუარი ყუთშია

შეგიძლიათ წინასწარ მოძებნოთ და გაიგოთ რა აქსესუარები უნდა მოყვებოდეს, მაგრამ როგორც წესი USB კაბელის, დამტენის, ყურსასმენის, კატალოგი უნდა იდოს ყუთში.

ჩადეთ თქვენი სიმბარათი მობილურში

სიმბარათის ჩადების მერე უნდა შეძლოთ დარეკვა, მესიჯის გაგზავნა და ინტერნეტით სარგებლობა. თუ ვერ ხერხდება დარეკვა, ე.ი ეს აღნიშნული მობილური ტელეფონი არ არის შექმნილი თქვენი ქვეყნის სატელეფონო სისტემისთვის. მეორადი მობილურის ყიდვამდე დარწმუნდით, რომ არ არის დაბლოკილი და წინა მფლობელის ყველა ინფორმაცია წაშლილია.

ნახმარი მობილურის შეძენა ფიზიკური პირისგან

თუ მობილურს ყიდულობთ უცნობი ფიზიკური პირისგან, შეამოწმეთ ყუთი, რადგან  ზოგჯერ გასაყიდ მობილურს, სხვა მობილურის ყუთში დებენ. აუცილებლად გააფორმეთ ხელშეკრულება და ჩაიწერეთ მისი მისამართი. ხელშეკრულებაში შეიტანეთ მისი პირადი ნომერი და შეამოწმეთ პირადობა. თავად შეადგინეთ ხელშეკრულება და მასში აღნიშნეთ სერიული ნომერი და IMEI მობილურსა და მის ყუთზე, მობილურის ფერი, მისი აქსესუარები და მათი მდგომარეობა, რეგისტრაციის მდგომარეობა, დატესტვის დრო(დატესტვის გარეშე არ შეიძინოთ მობილური), ფასი და გადახდის საშუალება(გადარიცხეთ ანგარიშზე, რათა შემოწმება იყოს შესაძლებელი). ასევე უნდა აღნიშნოთ გამყიდველის ხელმოწერა და თითის ანაბეჭდი, მითითებული უნდა იყოს  ყიდვის დრო და თარიღი, რომ დატესტვის მოცემულ ვადაში თუ აღმოუჩნდა პრობლემა მობილურს, გამყიდველმა უნდა  დაიბრუნოს მობილური და დაგიბრუნოთ სრული თანხა. ასევე აუცილებელია მყიდველს და გამყიდველს ახლდეს თანმხლები პირი, რათა ხელი  მოაწერონ ხელშეკრულებას.
ახალი ან მეორადი ტელეფონის შეძენისას გაითვალისწინეთ ყველა ზემოთ აღნიშნული, რადგან თუ მობილური ტელეფონი მოპარულია, პრობლემები შეგექმნებათ. იყავით ფრთხილად!

მობილურის შემოწმების კოდები


მობილური ტელეფონის შეძენისას აუცილებლია შეამოწმოთ,  შემოწმების კოდით. მობილურების შემოწმების კოდები განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ ადვილად შეგიძლიათ მისი პოვნა ინტერნეტში. ქვემოთ სხვა და სხვა ბრენდის რამდენიმე კოდს გაგაცნობთ:
სამსუნგი: #0#
სონი: *##7378423#
ჰუავეი: 497613##
ელჯი: #855*#3845
აფელ: *#12345#3001*
ეჩთისი: ##3424##
შიაომი: ##64663##
ლენოვო: #1111####

leave your comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Top
გახსენი ჩათი
1
Close chat
გამარჯობა, რით შემიძლია დაგეხმაროთ?

Start

Languages