For a better experience please change your browser to CHROME, FIREFOX, OPERA or Internet Explorer.
ბინის შიდა სივრცის ანალიზი

ბინის შიდა სივრცის ანალიზი

როდესაც ყიდულობთ რამდენიმე წლის წინ აშენებულ ბინას, ბევრი რამ უკვე გასაგებია, მაგ;  გამოცდილია უკვე გათბობის სისტემა, მაგრამ ახალაშენებულ ბინაში ყველაფერი გაუჭრელ საზამთროს გავს. შეიძლება გათბობის სისტემამ ვერ დაგაკმაყოფილოთ ზამთარში, ამიტომ სანამ ხელშეკრულებას დადებდეთ, ბინა რამდენიმეჯერ დაათვალიერეთ და შეამოწმეთ ყველაფერი. ბევრია ადამიანი, რომელიც ბინის შეძენის შემდეგ სხვა და სხვა მიზეზის გამო ნანობს. თუ არ გინდათ იგივე დაგემართოთ, გაითვალისწინეთ ქვემოთ მოცემული რჩევები.

ბინის გათბობაგაგრილება

სასურველი ტემპერატურა პირდაპირ პროპორციულია თქვენს კომფორტთან ახალ ბინაში, რადგან ბინა ახალი აშენებულია და არ არის გამოცდილი, აუცილებლად შეამოწმეთ გათბობის სისტემა. თუ ბინას აქვს ცენტრალური გათბობა, შეამოწმეთ მისი ქვაბის მდგომარეობა და უსაფრთხოება. თხოვეთ გამყიდველს შეგიმოწმოთ რადიატორების მუშაობის რეჟიმი. გახსოვდეთ, თუ სპლიტ კონდენციონერი არის დაყენებული, მაშინ დენის გადასახადიც მეტი გექნებათ, ვიდრე მობილური კონდენციონერის შემთხვევაში. ასევე გასათვალისწინებელია მანძილი გარე და შიდა ბლოკს შორის. თუ დიდია მანძილი, მაშინ უფრო ძლიერი სისტემაა საჭირო.

ბინის არქიტექტურაც მნიშვნელოვანია

არასწორი იქნება თუ ყურადღებას მივაქცევთ მხოლოდ აღჭურვილობას და არ დავაკვირდებით არქიტექტურას. მაგ; თუ სველი წერტილები არის  შემოსასვლელ კარებთან ახლოს ან  მისაღებ ოთახთან ახლოს, ეს ითვლება უარყოფით მხარედ, ასევე  საძინებელი ოთახები არ უნდა ჩანდეს მთლიანად მისაღებიდან. სველი წერტილების მდებარეობა სასურველია იყოს საძინებელ ოთახთან ან მისაღებსა და საძინებელს შორის გამყოფ სივრცეში.უსარგებლო სივრცეები, ბინის დადებითი მხარედ არ ითვლება.

წყლის  წნევიდან , დენის გაყვანილობამდე

თუ ახალაშენებულ ბინას ყიდულობთ წყლის წნევა და დენის გაყვანოლობა შესამოწმებელია. ახალაშენებულ ბინებში წყლის წნევის დასადგენად უნდა მოუშვათ ონკანი და შეამოწმოთ ნაკადი. თუ ძალიან დაბალია, სთხოვეთ მეპატრონეს დააყენოს გამაძლიერებელი.
აუცილებლად შეამოწმეთ ონკანები სამზარეულოსა და სააბაზანოში, დაუკვირდით  მათ ხარისხს. უხარისხო ონკანი მალევე დაზიანდება და  გამოიწვევს მეტ ხარჯს.
რაც ეხება ასევე დენის ჩამრთველ – გამომრთველებს და გამანაწილებელს, დააკვირდით რაც უფრო მაღალი ხარისხისაა, მით უფრო უსაფრთხოა და გვიან ფუჭდება.
აუცილებლად შეამოწმეთ ელექტრო გაყვანილობა, რათა შემდეგ არ  შეგექმნათ პრობლემა ბინაში ნაწილობრივი ან მთლიანი  დენის გათიშვისა.
კანალიზაციაში ჩაუშვით წყალი, რათა დარწმუნდეთ რომ არ არის გაჭედილი.
შეამოწმეთ სველი წერტილების ვენტილაციის სისტემა.

leave your comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Top
გახსენი ჩათი
1
Close chat
გამარჯობა, რით შემიძლია დაგეხმაროთ?

Start

Languages